მდინარე ჭოროხში 60 წლის მამაკაცს ეძებენ

28 ივლისი 2018, 00:00 1779 ნახვა

მაშველები მდინარე ჭოროხში 60 წლამდე კაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ძიება დილით განახლდება. 

როგორც დაკარგული კაცის ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, ​სოფელ შარაბიძეების მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა, წყლის დინებამ ჩაითრია და თანმხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს.

15-მდე მაშველი და მყვინთავი 60 წლამდე კაცს ჭოროხსა და შავი ზღვის იმ ნაწილში ეძებდნენ, სადაც მდინარე ზღვას უერთდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში