ლეოგრანდის ხანძრის საქმეზე სასამართლო გრძელდება

17 ივლისი 2018, 00:00 1406 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო ლეოგრანდის ხანძრის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძლედება. დღეს სამი მოწმე დაკითხეს, რომლებიც სასტუმროს ფიტნესს-კლუბში მუშაობენ.

ბრალდების მხარეს ჯერ კიდევ ასამდე მოწმე ჰყავს დასაკითხი. ბრალდებულ გიორგი მიქელაძის ადვოკატის, პაატა ბოლქვაძის განცხადებით მთავარი მოწმეები, რომლებიც სახანძრო უსაფრხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, ჯერ არ დაკითხულან, ამიტომაც მათთვის საინტერესო მოწმეების დაკითხვა წინ არის. დაცვის მხარეს გიორგი მიქელაძის გამართლების იმედი აქვს. საქმეზე სულ ორი პირია ბრალდებული. 

ამავე კატეგორიაში