პოლიციელებს და მეხანძრე - მაშველებს ხელფასი გაეზარდათ

01 ივლისი 2018, 00:00 2080 ნახვა

დღეიდან პოლიციელებსა და მეხანძრე - მაშველებს ხელფასები ეზრდებათ. 13 200 პოლიციელი 250 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 19 ივნისს, გიორგი გახარია პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციელების ხელფასების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა. მეხანძრე - მაშველებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე კი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. მათი ხელფასი 20%-ით იზრდება.

ამავე კატეგორიაში