პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ

19 ივნისი 2018, 00:00 1396 ნახვა

პანკისში სოფელ დუისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და  სპეცოპერაციაში მონაწილე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

19 წლის ახალგაზრდას მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ. მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემაც გამოუცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მისი სურვილია შეხვდეს ახალ პრემიერ - მინისტრს და მოითხოვს, რომ მან პირადად გააკონტროლოს მისი შვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. 

ამავე კატეგორიაში