რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ქალი დაინიშნა 

30 მარტი 2018, 00:00 2038 ნახვა

დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილი დანიშნა. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ მინისტრმა დილით განაცხადა. 

მაია ცქიტიშვილმა ამ თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლა. ალავიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

მანამდე, ახალდანიშნული მინისტრი, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე  მუშაობდა.  

მაია ცქიტიშვილი საქართველოს მთავრობაში მესამე ქალი მინისტრია. მთავრობაში  11 მინისტრის პოსტი მამაკაცებს უჭირავთ.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში