პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

27 მარტი 2018, 00:00 1694 ნახვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ  იუსტიციის  მინისტრმა დააკმაყოფილა. მანამდე კი პაპუნა უგრეხელიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა. ციტატა: ,,სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის  მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ყოფილი თანამშრომლის მეუღლე, რომელიც ბრალს მიყენებს  2016 წელს შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა უწყებაში დაკავებული ერთ-ერთი პოზიციიდან.  ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ  ყოფილი თანამშრომლის შევიწროვებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“.

შეგახსენებთ,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.  საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. საქმე უკვე შეისწავლა სახალხო დამცველმა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ და სქესის ნიშნით  შევიწროებას. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

ამავე კატეგორიაში