მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

19 თებერვალი 2018, 00:00 2314 ნახვა

აქციების, პროტესტის, არაერთი მიმართვის და ხელისუფლების არაერთხელ გაკრიტიკების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამერიკელი კონგრესმენების თანდასწრებით მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, 5 დღით ადრე, მოსამართლემ დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 1000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა უკვე დღის წესრიგში დგას რას გადაწყვეტს სასამართლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით – ამ საკითხის განხილვა გაურკვეევლი ვადითაა გადადებული.

დემირელის კოლეჯის ყოფილი  მენეჯერის გადაცემას თურქეთის ხელისუფლება ითხოვს, სწორედ მეზობელი ქვეყნის  მოთხოვნით დააკავეს იგი გასული წლის მაისში. მას თურქეთის ხელისუფლება ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას ედავება.

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მასობრივი დაკავებები – საქართველოში კი ამ ამბების პირველი გამოძახილი შაჰინის სკოლა იყო – სკოლის დახურვას წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის მაშინდელი კონსულის განცხადება, რომელმაც სკოლა და ტერორიზმი ერთმანეთს დაუკავშირა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში