''თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი''- მუსტაფა ემრე ჩაბუქი

19 თებერვალი 2018, 00:00 2163 ნახვა

''თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი'' -ჩაბუქმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

''9 თვიანი პატიმრობის ვადა ამომეწურა, მე ვარ მასწავლებელი და განათლებაზე ვარ შეყვარებული. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებს სიყვარული, მშვიდობა და მეგობრობა ჩაუნერგონ. ტერორიზმისა და დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ. ჩვენი პროექტები და მუშაობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. მთავრობის წევრებისგან, განათლების სამინისტროსგან დადებითად ფასდებოდა ჩემი საქმიანობა. ლეგალურად თუ არალეგალურად, რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარიიი.'' - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ჩაბუქს რამდენიმე დღეში, 24 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურებოდა. პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.  მ​ოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც სხდომათა დარბაზის გარეთ იმყოფებოდნენ ოვაციებით შეხვდნენ. 

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს თურქული მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თურქული მხარის მტკიცებით, ​ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში