მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა

04 თებერვალი 2018, 00:00 1878 ნახვა

მეწყერი ჩამოწვა ქედაში. მიწის მასამ სოფელ გეგელიძეებში საავტომობილო გზა ჩაკეტა, მოძრაობა ამ დროისათვის ცალმხრივადაა შესაძლებელი. სოფლის შემოვლითი გზა კი დაზიანებულია და იქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვისაა დასაშვები.

სტიქიის შედეგად გარესამყაროს  80-მდე ოჯახი მოწყდა. დამეწყრილი ტერიტორია,  საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, სრულად ხვალ გაიწმინდება.

ამავე კატეგორიაში