არდაგანის ტბაში ჩაღვრილ სამშენებლო მასალაზე მოკვლევა დაიწყო

20 დეკემბერი 2017, 00:00 3802 ნახვა

არდაგანის ტბაში ჩაღვრილი სამშენებლო მასალაზე მოკვლევა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, მერიასთან და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად დაიწყეს.  სპეციალისტებმა სინჯები უკვე აიღეს.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წყალში ჩაღვრილი მასალების გამო, მერიას დაჯარიმების უფლება არ აქვს, ამიტომ ამ მიმართულებით რეაგირება გარემოს დაცვის ინსპექციამ დაიწყო. 

რაც შეეხება კომპანიას, ვინ ჩაღვარა სამშენებლო სითხე ტბაში და დაჯარიმდება თუ არა იგი, ინფორმაციას მერიის ზედამხედველობის სამსახური მოიკვლევს  და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

რაც შეეხება არდაგანის ტბას, მისი მოვლა-პატრონობის ვალდებულება "ბათუმის ბულვარის" პრეროგატივაა. 

დღეს, მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ ტბაში სამშენებლო სითხეა ჩაღვრილი, რომელმაც ნაპირის ნაწილი ჩააბეტონა. 

ინფორმაციას არც ერთი საჯარო უწყება არ ფლობდა.

ამავე კატეგორიაში