არასრულწლოვანი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს

19 დეკემბერი 2017, 00:00 11168 ნახვა

ბათუმში 17 წლის არასრულწლოვანი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. ახალგაზრდას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

ჯანმრთელობის ცენტრში ადასტურებენ, რომ პაციენტს "მედინაში" ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით "ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აქვს, მას ყბის არეში  5 მასრა ქონდა" . 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სავარაუდოდ, ახალგაზრდას სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში