ეროვნული ლიგა

26 ნოემბერი 2017, 00:00 2236 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის დასკვნითი, 36-ე ტური მატჩები გაიმართება, ბათუმის რაგბი არენაზე ბათუმის დინამო ფოთის კოლხეთს შეხვდება, ქობულეთის შუქურა კი სამტრედიაში თბილისის საბურთალოს მიიღებს. კოლხეთი და შუქურა პლეიაუტში მოსახვედრად იბძვიან, მათ შორის სხვაობა ორი ქულაა.

დღესვე მოგვიანებით ჩენპიონის ვინაობას დინამო არენაზე თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო გამოავლენენ. საფეხბურთო მატჩი 14-00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

რის გამოც ‘’მთავარი’’ 15 საათის ნაცვლად დაიჯესტის ფორმატით 14 საათსა 57 წუთზე გავა. 

ამავე კატეგორიაში