2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე სიახლეებია

06 ნოემბერი 2017, 00:00 3178 ნახვა

2018 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სიახლეებია დაგეგმილი. მომავალ წელს ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესე 20-ის ნაცვლად 24 ქულით შეფასდება. ზოგადად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის უმაღლესი ქულა არ შეიცვლება და 80 იქნება.

ქართული ენის გარდა გარკვეული ცვლილება შეეხება მათემატიკის გამოცდას. კერძოდ, საგამოცდო დავალებები გამარტივდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციითვე, აბიტურიენტებს სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნებათ,  თავიანთი კალამი მიტანონ.

ამავე კატეგორიაში