ექსპონატად ქცეული კომუნიკაციის საშუალება -32 წლის შემდეგ ხულოს საბაგიროს ტელეფონი აღარ მუშაობს

26 ოქტომბერი 2017, 00:00 5160 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ წებოვანი ლენტით არის გადაკრული და მისი ზომა სამგზავრო ჩემოდანს უტოლდება, თაგოს საბაგიროს ტელეფონი ამ დრომდე მოქმედია. სამუზეუმო ექსპონატად ქცეული კომუნიკაციის საშუალება, მხოლოდ ერთი კვირის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. 

32 წლის შემდეგ ხულოს საბაგიროს ტელეფონი აღარ მუშაობს. გამცილებელი ყვება, რომ წლების განმავლობაში მას ინფორმაციის მისაწოდებლად უპრობლემოდ იყენებდნენ. წვიმამ კი კაბელი დაზიანდა. ცენტრიდან თაგოს მთასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

ხულოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. მისი ამოქმედება ცნობილ ინჟინერს და არქიტექტორს შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება. სიგრძითა და სიმაღლით ის ევროპაში მეორე ადგილზეა.

ფოტო: სოფო შავაძე

ხულოს საბაგირო...

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში