შეხვედრა პატიმრებთან 

23 ოქტომბერი 2017, 00:00 2447 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში პატიმრებს შეხვდა. ცოტნე ანანიძე დღეს 10 მსჯავრდებულს ესაუბრა, როგორც თავად განმარტავს უმეტეს შემთხვევაში პრობლემები პატიმრებთან საუბრისას სამედიცინო მიმართულებით გამოვლინდა. ასევე შეხვდა ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმვალობაში შიმშილობდა, მისი მოთხოვნა კი თავისი განაჩენის, სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვა იყო.

ამ საკითხზე ანანიძის კომისიამ პროკურატურას უკვე მიმართა. მსჯავრდებულებს ცოტნე ანანიძე მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეხვდა, როგორც თავად განმარტა შეხვედრის სურვილით მას წერილობით 7-მა პატიმარმა მიმართა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში