ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი კონფერენციით გაიხსნება

24 სექტემბერი 2017, 00:00 1462 ნახვა

დღეიდან აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს სოფელ სახალვაშოს, ჩაისუბნის, ასევე ჭოროხის დელტასა და კოლხეთის ეროვნულ  პარკში შეეძლებათ.

ერთკვირიანი ფესტივალი კონფერენციით გაიხსნება, რომელსაც უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან. ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. რეგისტრაციისთვის კი ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამავე კატეგორიაში