ოჯახში ძალადობა - საიას ანგარიში

22 სექტემბერი 2017, 00:00 2692 ნახვა

“ქალთა მიმართ ძალადობა , ძალადობა ოჯახში” – ამ მიმართულებით სასამართლო სისტემაზე მონიტორინგის შედეგები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჯაროვა. მესამე სექტორის მტკიცებით, მოსამართლეები მსგავს საქმეებზე ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს, დაუსაბუთებლად, ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ დამნაშავეებს, რაც იურისტთა თქმით, პოტენციურ საფრთხეს ზრდის.

ამასთან, მათივე თქმით, პრობლემურია სასჯელის ადეკვატურობა. 6 თვიანი მონიტორინგისას  ორგანიზაციის წარმომადგენლები სასამართლო პროცესების მსვლელობისას სპეციალურ კითხვარებს ავსებდნენ, რომელზე დაყრდნობითაც რეკომენდაციები მოამზადეს, რომელთა  გათვალისწინებისკენ მოსამართლეებსა და პროკურორებს მოუწოდებენ. ანგარიშის პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ ადვოკატები და პროკურორები, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ. მსგავს მონიტორინგს საია თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში  2011 წლიდან ახორციელებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში