ინსტრუქტორთა კურსი

16 სექტემბერი 2017, 00:00 1973 ნახვა

ბაზალეთში მდებარე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სკოლაში ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

კურსის მიზანს ლექციის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნული გვარდიის 15 სამხედრო მოსამსახურე ერთი კვირის განმავლობაში, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით, ლექციის დამოუკიდებლად ორგანიზების მეთოდებს ეცნობოდა.

ამავე კატეგორიაში