მოსმენების შესახებ კანონი

07 სექტემბერი 2017, 00:00 2231 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა კვლავ გაგრძელდება.  დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შემაჯამებელი სიტყვები წარმოთქვეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები შეიცავს იმავე ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. 

ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენლის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს არ აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობა და შესაბამისი მეთოდოლოგია, რაც ზრდის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. პარლამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, სპეციალურ სააგენტოს მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქცია აკისრია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კანონის ფარგლებში მოქმედებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი