ე.წ. ციანიდის საქმე

05 სექტემბერი 2017, 00:00 1483 ნახვა

დღეს უკვე დამნაშავედ ცნობილი გიორგი მამალაძე, პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, იგი გერმანიაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მიზნით მიემგზავრებოდა. ბრალი წარუდგინეს საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის, ანგარების მოტივით, რაც დღეს უკვე შურისძიების მოტივით ჩანაცვლდა. ჩხრეკისას, ბრალდების მხარის ინფორმაციით ამოიღეს მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”. რომელზეც თავიდან ადვოკატები ამტკიცებდნენ რომ “ჩაუდეს,” მოგვიანებით კი ერთადერთ ვერსიად ასახელებდნენ, იმას რომ ნივთიერების შეძენა დეკანოზს ოქრომჭედლისთვის თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. 

საბოლოოდ ვისგან იყიდა ციანიდი გიორგი მამალაძემ – ამის დადგენა ამ დრომდე ვერ შეძლო პროკურატურამ.  საგამოძიებო ორგანოს მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეა, რომელმაც ფარული კამერით გადაიღო დეკანოზთან საუბარი. სწორედ ეს ვიდეომასალა იყო ერთერთი მთავარი მტკიცებულება პროკურატურისთვის, რომელშიც დეკანოზი, კითხვაზე “სად უშვებ შორენას?” პასუხობს -  “შორენას მარილზე.” 

ამავე კატეგორიაში