დეკანოზი განაჩენის მოლოდინში

05 სექტემბერი 2017, 00:00 2015 ნახვა

სკანდალური საქმის განაჩენი დღეს გამოცხადდება. ე.წ. ციანიდის  საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 საათზე უნდა გამოცხადდეს. მოსამართლე სათათბიროდ 1 სექტემბერს გავიდა. 3 დღის წინ ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც დასკვნითი სიტყვით სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე წარსდგა. ბოლო სიტყვა თქვა ბრალდებულმა გიორგი მამალაძემაც.

 დეკანოზს ანგარების მოტივით საპატრიარქოს მდივან - რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასულიერო პირი მერვე თვეა, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. იგი დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს. გამოძიების მიმდინარეობისას  ასობით მოწმე დაიკითხა და გამოიკვლიეს მტკიცებულებები.
დეკანოზი  პროკურატურამ 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

ამავე კატეგორიაში