დავით ქაცარავა პოლიციაში დაიბარეს

24 აგვისტო 2017, 00:00 2586 ნახვა

შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი. დავით ქაცარავას დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიკური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის  მე-2 ნაწილით.

ამავე კატეგორიაში