ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”

09 ივნისი 2016, 00:00 4052 ნახვა

ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” დღეს სრულდება. დასკვნითი კონცერტი ბათუმის ხელოვნების ცენტრში  18 საათზე დაიწყება. დილიდან ფესტივალის მონაწილეები გენერლურ რეპეტიციას გადიან. ბათუმში იმყოფება ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, ასევე დირიჟორი, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი დავით მუქერია. წელს მე-11 სართაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროექტის “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ტარდება და იგი 6 მაისს თბილისში,  ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსით“ გაიხსნა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში