გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი

26 ივნისი 2017, 00:00 1747 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის  მორიგი სასამართლო სხდომა, ძველი და ახალი დეტალებით. სად იყო დამალული, ან ჩაუდეს თუ არა დეკანოზს სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდი? სხდომაზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაკითხეს. დაცვის მხარე ბარგის ჩხრეკის ვიდეო-მასალის გასაჯაროვებას ითხოვს, პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი ამტკიცებს, რომ დალუქული ბარგი, პროკურატურაში გახსნეს, საიდანაც დეკანოზმა “დეზოდორი” თავად ამოიღო, სახურავიდან კი დამალული ნივთიერება გადმოუვარდა.

იყო დარღვევები - აცხადებს ის ადვოკატი, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა. კიედვ ერთი ახალი დეტალი, დაიკითხა ბიზნესმენი, ორომელსაც პროკურორის თქმით, დეკანოზი, ბერლინში გამგზავრებამდე 7 ათას ევროს სთხოვდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში