თეიმურაზ ქამადაძე:თხილვანაში კომპენსაციების გაცემა როდის დაიწყება, არ ვიცით

12 ივნისი 2017, 00:00 1892 ნახვა

სოფელ თხილვანაში, მეწყრის შედეგად დაზარელებული თეიმურაზ ქამადაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ქამადაძის თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია 28 ოჯახის კომპენსირებაზე, თუმცა პროცესი, დროში გაიწელა.
„თანხა რომ არასაკმარისია, ეს ყველამ იცის, თუმცა ჯერ ისიც არ მოუციათ. რამდენად დაიწყება, ან არ დაიწყება, ისიც არ ვიცით. პირველ ეტაპზე, 28 ოჯახზეა საუბარი, ვინც დოკუმენტები მოაგვარა. დანარჩენებმა, ჯერ ისიც არ ვიცით, მოგვცემენ, თუ არ მოგვცემენ“, -ამასთან, თეიმურაზ ქამადაძე ამბობს, რომ დოლარის არსებული კურსით, 25 ათასი ლარით, საცხოვრებლების შეძენა, შეუძლებელია.

„ადრე, როცა ჯანდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობდა, გვითხრეს, რომ სარგებლობაში დაგვრჩებოდა მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები. თუმცა, რა პირობით მოხდება ეს, რადგან ხელშეკრულებები არ გვინახავს ჯერ არ ვიცით“,-აცხადებს ქამადაძე, რომელიც იქვე დასძენს, რომ პროცესის გაჭიუანურების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი საცხოვრისების შეძენა, დაზამთრებამდე ვერ მოასწრონ.
 
„ოქტომბერში აქ უკვე თოვლი მოდის და თუ მანამ არ ვნახეთ რამე თავის სარჩო ზამთრისთვის, განწირულები ვართ“,-ამბობს ქამადაძე.

თხილვანაში დამეწყრილ ოჯახებს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს გამგეობა ავრცელებს. გამგებლის ინფორმაციით კომპენსაციების გაცემა დღეს დაიწყო.

ამავე კატეგორიაში