პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ბათუმში

31 მაისი 2017, 00:00 2416 ნახვა

დღეს ბათუმში პოლლონეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ანდჟეი დუდამ გონიოს ციხე-მუზეუმი დაათვალიერა და მეუღლესთან ერთად ბათუმის ბულვარშიც გაისეირნა. პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობაზე. პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში 15 პოლონელი ჟურნალისტი იყო, რომლებიც ვიზიტს გააშუქებენ და რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ. ვიდეო-მასალა და ინფრომაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში