აქცია თანასწორობის მოთხოვნით

17 მაისი 2017, 00:00 2654 ნახვა

ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ნახევრად გასაიდუმლოებული, მცირე აქცია თბილისში.

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები და პოლიციელების თანხლებით ტრანსპორტირებული მონაწილეები - აქცია ძალადობისა და უფლებების დარღვევის წინააღმდეგ იყო მიმართული.

რა აჩვენა დღევანდელმა შეკრებამ, გამკაცრებულმა ზომებმა და შეზღუდულ დროში, შეზღუდულად ჩატარებულმა აქციამ? იყო თუ არა ეს ქვეყანაში არსებული ჰომოფობიის დემონსტრირება? სახელმწიფომ დღეს მოქალაქეების დაცვა შეძლო, რასაც ვერ გაუმკლავდა 4 წლის წინ, თუმცა დაცულები არიან თუ არა ლგბტ თემის წარმომადეგნლები ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორც სახალხო დამცველი ამბობს,  ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური, ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება და უფლებადარღვევის ფაქტები. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში