თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

18 აპრილი 2017, 00:00 2522 ნახვა

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ: 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი. თურქული სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენმა კატასტროფა აფრენიდან 10 წუთში განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა უამინდობა გამხდარიყო. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე