მართმადიდებლები დიდ ხუთშაბათს აღნიშნავენ

13 აპრილი 2017, 00:00 2259 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ღამისთევით ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საკათედრო ტაძარში აღავლინა. სამების საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის წესი შესრულდა.  რის შემდეგაც, პატრიარქი თითოეულ სასულიერო პირთან მიბრძანდა და ფეხი დაბანა.

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი ღვთისმსახურება 12 სახარების კითხვაა, რომლის დროსაც მაცხოვრის გაცემის, შეპყრობისა და წამების შესახებ ეპიზოდები იკითხება. ხვალ დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღე -  წითელი პარასკევია.

ამავე კატეგორიაში