ნაგავსაყრელის მშენებლობა პროტესტის ფონზე

11 აპრილი 2017, 00:00 2457 ნახვა

მოსახლეობასთან მოლაპარაკების დასრულებამდე ცეცხლაურში ნაგავსაყრელი არ აშენდება, პირობა კომპენსაციების გადახედვასთან ერთად, ადგილობრივებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მისცა.

საპროტესტო აქცია ქობულეთში დღეს დილიდან მიმდინარეობდა. 4 სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის დათმობილ მიწებში მიღებული კომპენსაციების სიმცირეზე საუბრობს და ადეკვატურ თანხას ითხოვს.

ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა აჭარის მთავრობის შპს “ჰიგიენა 2009”- ს ევალება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. უწყებას ახალი დირექტორი ჰყავს, რომელმაც დღეს ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე კი, საბიუჯეტო თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი თვის წინ დააკავეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში