ასეულის გადამზადება

08 აპრილი 2017, 00:00 2153 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს. ქართველ სამხედროებს სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.  ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.  სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის ამერიკელ ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. აშშ-ის ელჩმა იან კელის თქმით, მსგავსი წვრთნები მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გამყარებასაც ემსახურება. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ამავე კატეგორიაში