ბათუმში

06 აპრილი 2017, 00:00 5231 ნახვა

 ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე თევზის ფესტივალი გაიმართება.  „ალი და ნინოს“ ქანდაკებასთან ფესტივალის სტუმრებს თევზის ყიდვა და ზღვის პროდუქებით დამზადებული უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

სტუმრები ადგილზევე ჩაერთვებიან კერძების მომზადებაში და მიიღებენ მზა რეცეპტებს. ფესტივალზე მოეწყობა თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც შავ ზღვაში მოიპოვება. 

ფესტივალი ხვალ, 7 აპრილს,  დღის 1 საათზე დაიწყება.
ფესტივალის ორგანიზატორები ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯი”,  აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა არიან.

ამავე კატეგორიაში