დეკანოზის საქმე

30 მარტი 2017, 00:00 1898 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.  ადვოკატების თქმით, მათ სასამართლომ ასევე უარი უთხრა, დაცვის მხარეს გადასცემოდა აეროპორტიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, რომელშიც მათი ვარაუდით, ასახულია დეკანოზის ჩხრეკის კადრები. ნათია კოპალიანი განავრცობს თემას თბილისიდან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში