სასამართლოს გადაწყვეტილება

26 მარტი 2017, 00:00 1382 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით 2 დღის წინ დაკავებულ 3 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ბრალდებულთა შესაძლო მიმალვაზე საუბრობდა და ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას. მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, დაკავებულთა ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით გადაწყვეტილება უკანონოა. ბრალდებულებს ბრალი, 225-ე და 353-ე მუხლებით წაუყენეს, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და პოლიციელზე ან სხვა საჯარო პირზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე 18 პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

ამავე კატეგორიაში