ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პოეტის და საზოგადო მოღვაწის ბელა ქებურიას პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში 50 წარჩინებული მოსწავლე პოეტ ზურაბ გორგილაძის, ივლიტა ჯიბუტის და მამა თომას სახელობის ფონდის სახელით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბელა ქებურიას ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე პოეტის მეგობრები და შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირები.