მაუწყებლის განვითარების გეგმა

15 თებერვალი 2017, 00:00 3056 ნახვა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. „ბორდის“ წევრებმა ომბუდსმენს დაგეგმილ რეფორმაზე მათი შეხედულებები გააცნეს. ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარადგინა, რომლის შესახებაც მსჯელობა იმართება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აქტიურად  დააკვირდება. დღეს კი სახალხო დამცველის ოფისში მედიის პროფესიული კავშირის წევრებისა  და უჩა ნანუაშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.შეხვედრის თემა საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმაა. განიხილავენ თანამშრომლების უფლებრივ მდგომარეობას, მოსალოდნელ საფრთხეებს და გამოწვევებს.

ამავე კატეგორიაში