#ახალი ინოვაციური პლატფორმა "ჭკვიანი ქედა" #ფესტივალი Interchange -გაცვლა

03 ივნისი 2021, 17:12 1197 ნახვა

#ახალი ინოვაციური პლატფორმა "ჭკვიანი ქედა" #ფესტივალი Interchange -გაცვლა

#კონტაქტი

დღევანდელი, 3 ივნისის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო ახალ ინოვაციური პლატფორმას

"ჭკვიანი ქედა"

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ინიციატივის „ჭკვიანი სოფლები ‘ ფარგლებში.

პროექტის მიზანზე "კონტაქტის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ცინცაძემ

დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო

ფესტივალს, რომელიც ბათუმში 4-6 ივნისს გაიმართება სახელწოდებით "გაცვლა". ფესტივალის მთავარი ორგანიზატორია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. "გაცვლა"-ეს არის ფესტივალის "ბათუმი ფოტოდღეები" ახალი სახელი, რომელიც ჩვენს ქალაქში 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წელს გამრავალფეროვნებული სახით გვიბრუნდება.

პირდაპირ ეთერში ტელეფონით გვერთვებოდა ნონა მარკარიანი- ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი