9 აპრილი და მისი ისტორიული მნიშვნელობა

09 აპრილი 2021, 17:11 9388 ნახვა

9 აპრილი და მისი ისტორიული მნიშვნელობა

# კონტაქტი

ზუსტად 32 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში -თბილისში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. გამთენიისას რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს . დაღუპულებს შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც .გარდა ამისა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ადამიანები.

30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლისთავზე ,საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო .

დღევანდელი, 9 აპრილის გადაცემაში სწორედ ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ : რა არ უნდა დაგვავიწყდეს , რა უნდა ვიცოდეთ და გადავცეთ მომავალ თაობებს.

„კონტაქტის „ სტუმარი იყო ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე.