# თევზის ფესტივალი ბათუმში

09 აპრილი 2025, 17:26 273 ნახვა

# თევზის ფესტივალი ბათუმში

# კონტაქტი

13 აპრილს ბათუმში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ორგანიზებით მეექვსედ იმართება.

რითი იქნება წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული და რა გამოწვევების წინაშეა აკვაკულტურა - ამაზე დღევანდელ,9აპრილის გადაცემაში ისაუბრა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარემ სოფო დიასამიძემ.