საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი 2021, 17:09 16989 ნახვა

საბჭოთა ოკუპაციის დღე

#კონტაქტი

დღეს , 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა.

საქართველოს ისტორია საუკუნეების მანძილზე არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსა და თავისუფლების დაცვისთვის.

მიუხედავად თავგანწირვისა, საქართველომ 1921 წლის 25 თებერვალს სუვერენიტეტი დაკარგა.

როგორ აქვს საზოგადოებას გააზრებული ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, რა პარალელები უნდა გავავლოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულის კვლევა -ამაზე დღევანდელ გადაცემაში ისტორიკოსებმა ოთარ გოგოლიშვილმა და როინ მალაყმაძემ ისაუბრეს.