ტყვიის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

16 თებერვალი 2021, 17:09 13054 ნახვა

ტყვიის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

#კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

დღევანდელი, 16 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ ტყვიის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

როგორც ცნობილია, ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს მიეკუთვნება და იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს პროგრამას „ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა“.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.