დიაბეტი და მისი მართვა

02 თებერვალი 2021, 17:10 13586 ნახვა

დიაბეტი და მისი მართვა

#კონტაქტი

თანამედროვე მედიცინის მიღწვების მიუხედავად , მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის დიაბეტი ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით დაახლოებით 450 მილიონი ადამიანია დაავადებული და მათმა ნაწილმა ამის შეახებ არც კი იცის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა კოვიდ 19-თან ბრძოლაში ინფექციონისტებთან და ზოგადი თერაპიის სპეციალისტებთან ერთად ენდოკრინოლოგებიც იყვნენ ჩართულნი, რადგან დიაბეტით დაავადებული ადამიანები ახალი ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან. როგორც ფაქტებით დასტურდება კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდ ნაწილს ანამნეზში თანმხლებ დაავადებად სწორედ დიაბეტი უფიქსირდება.

დღევანდელი, 2 თებერვლის გადაცემაში დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე და დაავადების მართვაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო ენდოკრინოლოგი ლია კაკაურიძე.