Sexy Bicycle (ნიკა ელია) / Creams (ნათია ჭიჭინაძე)

19 დეკემბერი 2020, 14:41 3005 ნახვა

Sexy Bicycle (ნიკა ელია) / Creams (ნათია ჭიჭინაძე)

Sexy Bicycle ესპანეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ნიკა ელიას (ნიკა კვარაცხელიას) სოლო პროექტი გახლავთ. გასული საუკუნის 70, 80, 90 იანების საუკეთესო მუსიკალური მიგნებებით და კარგი გემოვნებით შეიარაღებული ნიკა მეტად ორიგინალურ და მრავალფეროვან მუსიკას ქმნის. ამას მისი დისკოგრაფიაც ადასტურებს.

ბათუმელმა ნათია ჭიჭინაძემ ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში გადაწყვიტა, მუსიკა საკუთარი თვითგამოხატვის საშუალებად ექცია. მოგვიანებით პროდიუსინგის საფუძვლების შესწავლაც შეძლო. მონდომება და ძალისხმევა დაუფასდა და დს უკვე ის სოლო პროექტის Creams ფარგლებში ამერიკულ ლეიბლთან Awal თნამშრომლობით სადებიუტო ალბომზე მუშაობს.