წინანდლის პრემიის ლაურეატები კინოხელოვნების დარგში

03 დეკემბერი 2020, 17:58 11840 ნახვა

წინანდლის პრემიის ლაურეატები კინოხელოვნების დარგში

#კონტაქტი 

2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატების ვინაობა ცნობილია.წელს პრემიის დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოავლინა ნომინანტები.კინოხელოვნების დარგში ნომინანტებს შორის იყვნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი მირიან ორაგველიძე და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი საბა ქარელი , სწორედ ისინი გახდნენ წინანდლის პრემიის წლევანდელი ლაურეატები კინოხელოვნებაში  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით „მამის პორტრეტი ინტერიერში“.

კინო რეჟისორები მირიან ორაგველიძე და საბა ქარელი დღეს "კონტაქტის " სტუმრები იყვნენ-

მირიანი სტუდიაში გვეწვია , საბა კი თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა პირდაპირ ეთერში.