Alter Ego და Betkho (ირაკლი მანჩხაშვილი)

27 ნოემბერი 2020, 16:35 2902 ნახვა

Alter Ego და Betkho (ირაკლი მანჩხაშვილი)

Alter Ego – 1990-იანებში დათო ჯაფარიძის მიერ ჩამოყალიბებულმა როკ ჯგუფმა ZE-მ, 2013 წელს ფერი იცვალა და გახდა Alter Ego. ჯგუფის ლიდერის, სიმღერების ავტორის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებისეული თუ შემოქმედებითი გზა, იმ პირდაპირობის, გულახდილობის, პროტესტის განმაპირობებელია, რასაც მისსავე ტექსტებში ვისმენთ. დათო ჯაფარიძის მუსიკალური კარიერა იკვეთება სამტრედიული წარმოშობის, ასევე დაახლოებით ოცწლიანი ისტორიის ჯგუფ „ლაბირინთთან“, რომელსაც თავის მხრივ ზურა კალაძე ლიდერობს.
 

Betkho (ირაკლი მანჩხაშვილი) - კომპოზიტორისა და  მულტიინსტრუმენტალისტი  ირაკლი მანჩხაშვილის, მუსიკალური ფსევდონიმით ბეთხო, სახელი არაერთ მუსიკალურ პროექტში გვხვდება: ჯგუფები Green Room, Catch The Clouds, BearFox... ეს რაც ასე ზედაპირზე ჩანს. ძნელია მისი მუსიკის რაომელიმე კონკრეტული ჟანრისთვის მიკუთვნება. პირობითად შეგვიძლია ელექტრონული მუსიკა დავარქვათ, ოღონდ ყველაზე ფართო გაგებით. Betkho-ს სექტემბერში გამოცემული მცირე ალბომი „დაისი“ შეიძლება მინიმალისტურ Neo Classic-საც მივაკუთვნოთ ნახსენებ ჟანრთან ერთად. ის ჩაწერილია ფორტეპიანოზე, რომელიც „5 წელი  ოთახში იყო ჩაკეტილი და არავის ახსოვდა მისი არსებობა“.