ReggaeON და Bedford Falls

20 ნოემბერი 2020, 16:29 2627 ნახვა

ReggaeON და Bedford Falls

ReggaeON – 2008 წელს ქალაქ რუსთვში ჩამოყალიბებული ეს ჯგუფი, დღიდან შექმნისა მუსიკალური ჟანრის რეგის ერთგულია და ერთადერთიც კია საქართველოსა და რეგიონში. მაგრამ მიუხედავად ასეთი, ერთიშეხედვით ვიწრო სტილისტური კუვნილებისა საოცრად მრავალფეროვან რეპერტუარს ფლობს. ReggaeON- ის დისკოგრაფიაში ბოლო, მეოთხე ალბომი „აგუნა“ წელს გამოიცა.

 

Bedford Falls - ინდი-ალტერნატიული მიმართულების ჯგუფის ისტორია 2014 წელს იწყება, როდესაც საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკუსტიკური გიტარის თანხლებით ერთმანეთის მუსიკალური შესაძლებლობები გააცნეს. მას შემდეგ ჯგუფმა სამი ალბომი ჩაწერა და გამოსცა.
ჯგუფის ინგლისურენოვანი ლირიკა იუმორით, თვითირონიით, სარკაზმითა და მსუბუქი ინფატილიზმით არის შეზავებული. თუმცა ბოლოდროინდელი ჯგუფის ჩანაწერები იმაზე მეტყველებს, რომ Bedford Falls-ი ქართული ენის „დაუფლებას“ ცდილობს.