LUA - ქეთათო ნერგაძე და გიორგი ერგემლიძე

04 ოქტომბერი 2020, 16:11 3642 ნახვა

LUA - ქეთათო ნერგაძე და გიორგი ერგემლიძე

LUA (ქეთათო ნერგაძე)
ახალგაზრდა ავტორი და შემსრულებელი, ქეთათო ნერგაძე თავად წერს მუსიკას და ლირიკას ინგლისურენეოვანი სიმღერებისთვის. ჟანრობრივად ისინი ინდი-ფოლკს განეკუთვნებიან. ორიგინალური, მარტივი შინაარსის მქონე სიმღერებით მან სამი წლის მოღვაწეობის მანძილზე შეძლო საკუთარი მსმენელის შემოკრება.

გიორგი ერგემლიძეს ჟანრობრივად მრავალფეროვანი მუსიკალური ბიოგრაფია აქვს, თუმცა ბოლო წლებია მან, როგორც ავტორმა და შემსრულებელმა თავი 80-იანების მიმართ ნოსტალგიის ფონზე აღმოცენებულ ჟანრჟში Synthwave (სინთივეივი) იპოვნა. ის იმ მუსიკოსთა რიგს განეკუთვნება, სამწუხაროდ საზღვარგარეთ რომ უფრო აღიარებენ, ვიდრე სამშობლოში - მისი ნაწარმოებები წარმატებით ვრცელდება და იყიდება სხვადასხვა ინტერნეტ მუსიკალურ პლატფორმებზე.