გაფანტული სკლეროზი -დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენცია.

23 ივნისი 2020, 17:49 21135 ნახვა

გაფანტული სკლეროზი -დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენცია.

#კონტაქტი
სამშაბათობით კონტაქტი ჩვენს ჯანმრთელობასა და მის დაცვას ეთმობა.
დღევანდელი გადაცემის თემა იყო გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენცია.
გაფანტული სკლეროზი თანამედროვე ნევროლოგიის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ამ დიაგნოზს უამრავი პრობლემა ახლავს. ერთი ის, რომ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში იჩინოს თავი და მეორე-განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, ახალი სამედიცინო პრეპარატები შესაძლებელს ხდის დაავადების პროგრესირების შეჩერებას.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი-ნევროლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე.
ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა.