16 თებერვალი 2020, 13:00 8983 ნახვა

ლელა სამნიაშვილი უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" ახალი ქართული თარგმანი

ანოტაცია: „ჰამლეტი“ ქართულად 1886 წელს გამოქვეყნდა და ივანე მაჩაბლის პოეტურად უზადო თარგმანი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დღემდე ცოტას თუ უფიქრია ალტერნატიული ვერსიის შექმნაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს ძალისხმევას მოითხოვს შექსპირის წაკითხვა ქართულად. არადა, შექსპირის თემები ისევ ძალიან თანამედროვეა. მარადიულ კითხვებზე აგებულ ფილოსოფიასთან ერთად, შექსპირის მასშტაბურობა და კოსმოპოლიტიზმი ერთ-ერთია, რაც „ჰამლეტს“ არ აძველებს. ...