ამაგები

05 თებერვალი 2020, 18:23 18750 ნახვა

ამაგები

ოთხშაბათობით "კონტაქტი"  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.
დღევანდელი , 5 თებერვლის გადაცემაში ამაგების საქმიანობაზე ვისაუბრეთ.
ამაგები- აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებები- აჭარის სოფლებში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს . მათი შექმნის მიზანი სოფლის განვითარების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელისუფლებამდე მიტანა იყო . პირველი ამაგი საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში ჩამოყალიბდა .ამჟამად კი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 46 ამაგია.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების განყოფილების უფროსი ზურაბ ჩიხლაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამაგის „ახალშენი“ თავმჯდომარე ნინო გაბრიაძე.